"მსგავსი პროექტები პირდაპირ აისახება ფეხბურთის განვითარებაზე"

"მსგავსი პროექტები პირდაპირ აისახება ფეხბურთის განვითარებაზე"
01/08/2017

"მსგავსი პროექტები პირდაპირ აისახება ფეხბურთის განვითარებაზე"

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საგანმანათლებლო პროგრამა - სერთიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში, 31 აგვისტოს საზეიმოდ დასრულდა.

 

საგანმანათლებლო პროგრამა 6 თვე გაგრძელდა და მასში მონაწილეობა ქართულ საფეხბურთო სფეროში დასაქამებულმა 30-მა ადამიანმა მიიღო. აღსანიშნავია, რომ უეფას სასერტიფიკაციო კურსი, პირველად ჩატარდა ქართულ ენაზე.

 

მონაწილეთა შორის იყო თბილისი ლოკომოტივის აკადემიის მენეჯერი დავით ყიფიანი, რომელმაც პროგრამა წარმატებით დაასრულა.


პროგრამის საზეიმო დახურვა კახეთში, სასტუმრო ყვარლის ედემში გაიმართა. კურსამთავრებულებს, შესაბამისი სერთიფიკატები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და უეფას საგანმანათლებლო პროგრამების მენეჯერმა ტომას ჟუნომ გადასცეს.

 

"მსგავსი საგანმანათლებლო პროგრამები ქართულ ფეხბურთს ძალიან სჭირდება. 6 თვის მანძილზე, საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი კურსი გავიარეთ. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს სფეხბურთის ფედერაციას, უეფას და ილიაუნის. ასევე მათ, ვინც ამ 6 თვის მანძილზე ჩართული იყო როგორც საგანმანათლებლო, ისე საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში.

 

ამ კურსმა საკმაო ცოდნა და გამოცდილება მოგვცა, რაც აუცილებლად გამოგვადგება პრაქტიკაში. სასიხარულოა, რომ ეს პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება, რადგან ქართულ ფეხბურთს უფრო მეტი კვალიფიციური კადრი შეემატება, რაც პირდაპირ აისახება ამ სფეროს განვითარებაზე". - ამბობს დავით ყიფიანი.


კურსის მიმდინარეობისას, მონაწილეებმა მსოფლიო ფეხბურთის მოწყობის საფუძვლები, სტრატეგიული მართვა, ადამიანური რესურსების მართვა, ფინანსები, მარკეტინგი, საფეხბურთო ღონისძიებების მოწყობა, სტადიონებისა და უსაფრთხოების საკითხები და საზოგადოებასთან ურთიერთობის საფუძვლები შეისწავლეს.

ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

more news