ოქროს ლიგა - 19 წლამდელებმა ტორპედო დაამარცხეს
08/10/2017
ოქროს ლიგა - 19 წლამდელებმა ტორპედო დაამარცხეს
19 წლამდე, ოქროს ლიგის მე-5 ტურში, თბილისის ლოკომოტივის აკადემიის გუნდმა ქუთაისის ტორპედო დაამარცხა.
ქუთაისში, ტორპედოს ბაზაზე გამართული დაპირისპირება, ლოკოს ფეხბურთელებმა 2:0 მოიგეს.
ანგარიში 22-ე წუთზე თორნიკე მუზაშვილმა გახსნა. ზუსტად ოთხ წუთში, ნუგო სპანდერაშვილმა ქუთაისელებს მეორე გოლი გაუტანა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
ვასილ მაისურაძის გუნდს 9 ქულა აქვს და მე-3 ადგილზეა. ლოკომოტივის 19 წლამდე გუნდი, მომდევნო მატჩს 12 ოქტომბერს, ცხინვალის წინააღმდეგ გამართავს.
ლოკომოტივი: გურგენიძე, კიკალიშვილი, ძებნიაური, ფიფია, ნიკოლეიშვილი, შეწირული, სილაგაძე (ჯაფარიძე 46), ჯანაშია (ობოლაძე 79), მუზაშვილი, ქიმერიძე (კაპ) (ფაღავა 68), სპანდერაშვილი
მთავარი მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე
არბიტრი: ტარიელ რუხაია (სამტრედია)