ოქროს ლიგა 2019 იწყება

ოქროს ლიგა 2019 იწყება
14/06/2019

ოქროს ლიგა 2019 იწყება

16 ივნისიდან, 19, 17 და 15-წლამდე გუნდები ოქროს ლიგის გათამაშებაში ჩაებმებიან. ლოკოს ასაკობრივმა გუნდებმა წარმატებით იასპარეზეს თავის ასაკობრივ ლიგებში და ახლა, უფრო სერიოზული ბრძოლებისთვის ემზადებიან.

 

19-წლამდელთა ოქროს ლიგაში, „ლოკომოტივის“ მეტოქეები „დინამო“ თბილისი, გორის „დილა“, ბათუმის „დინამო“, ქუთაისის „ტორპედო“ და „საბურთალო“ არიან. 

 

ლოკოს 17-წლამდელებს „დინამო“ თბილისთან, „დინამო 2“-თან, ბათუმის „დინამოსთან“, ქუთაისის „ტორპედოსთან“, „კოლხეთი 1913“-თან, „საბურთალოსთან“, სფფ-ს აკადემიასთან, „ავაზასთან“ და „სალხინოსთან“ მოუწევთ მეტოქეობა.

 

რაც შეეხება ლოკოს 15-წლამდელთა გუნდს, მათაც იგივე მეტოქეები ეყოლებათ, რაც 17-წლამდელთა გუნდს. თუმცა, „კოლხეთი 1913“-ის ნაცვლად, მათი მეტოქე სფფ-ს აკადემიის ზუგდიდის გუნდი იქნება.

 

პირველ მატჩებს, ჩვენი ასაკობრივი გუნდები 16 ივნისს გამართავენ. 15 და 17-წლამდელები სტუმრად, ქუთაისის „ტორპედოს“ ასაკობრივ გუნდებს ეთამაშებიან.

 

19-წლამდელები კი, ოქროს ლიგის პირველ შეხვედრას საკუთარ მოედანზე, საგურამოში გამართავენ და ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლებენ.

 

შეგახსენებთ, რომ „ლოკომოტივის“ 19-წლამდელთა გუნდი 2018 წლის სეზონის 19-წლამდე ოქროს ლიგის გამარჯვებულია. ამავე სეზონში, ჩვენი 17-წლამდელები მესამე ადგილზე გავიდნენ; 15-წლამდელებმა კი, თავისი ასაკობრივი ოქროს ლიგა მე-4 ადგილზე დაასრულეს.  

more news