რეგიონული ლიგა - ლოკომოტივი 2-მა თორი სტუმრად დაამარცხა

რეგიონული ლიგა - ლოკომოტივი 2-მა თორი სტუმრად დაამარცხა
09/04/2017

რეგიონული ლიგა - ლოკომოტივი 2-მა თორი სტუმრად დაამარცხა

საქართველოს რეგიონული ლიგის მე-4 ტურში, ლოკომოტივი 2-მა, სტუმრად თორი დაამარცხა. 9 აპრილს, ქალაქ ბორჯომში გამართული დაპირისპირება, გიორგი მინაშვილის გუნდმა 3:2 მოიგო.

 

ანგარიში 30-ე წუთზე თორნიკე მუზაშვილმა გახსნა და ლოკომოტივი დააწინაურა. 44-ე წუთზე, ლაშა ოზბეთელაშვილმა მასპინძლებს მეორე გოლი გაუტანა.

 

თორმა 50-ე წუთზე ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხა, მე-80 წუთზე კი გოგა ლურსმანაშვილმა მესამე გოლი გაიტანა და მატჩის ბედი გადაწყვიტა. მასპინძლებმა, 90-ე წუთზე, მეორე გოლი გაიტანეს და მატჩის საბოლოო შედეგი, 2:3 დააფიქსირეს.

 

მინაშვილის გუნდი, რეგიონული ლიგის გ ჯგუფში, 10 ქულით მეორე ადგილზეა. ლოკომოტივი 2, მომდევნო მატჩს, საკუთარ მოედანზე მესხეთის წინააღმდეგ გამართავს.

 

ლოკომოტივი 2: შეროზია, გელაშვილი, ჭურღულაშვილი (ძებნიაური 50), ანდრონიკაშვილი, ნიკოლეიშვილი, ლურსმანაშვილი, მუზაშვილი, შეწირული, ქიმერიძე, გრძელიძე (ობოლაძე 76), ოზბეთელაშვილი (წულეისკირი 60)

მთავარი მწვრთნელი: გიორგი მინაშვილი

 

გაფრთხილება: გრძელიძე

გაძევება: მუზაშვილი

more news