ს/კ ლოკომოტივსა და თავდაცვის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ს/კ ლოკომოტივსა და თავდაცვის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
09/07/2023

ს/კ ლოკომოტივსა და თავდაცვის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურეებს, უწყებაში დასაქმებულ სამოქალაქო პირებსა და მათი ოჯახის წევრებს ახალ შეღავათებს სთავაზობს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის ინიციატივით, თავდაცვის უწყებასთან თანამშრომლობის სურვილი სამკურნალო, სასწავლო, გასართობი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და კულტურულ-შემეცნებითი მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებმა გამოხატეს და ეს ყველაფერი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელის მოწერით დაადასტურეს - მათ შორისაა თბილისის ლოკომოტივი.

 

ს/კ ლოკომოტივსა და თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული პარტნიორობის ფარგლებში, ლოკომოტივის აკადემიაში 33%-იანი ფასდაკლებით ივარჯიშებენ სამხედროების 6-დან 9 წლამდე შვილები.

 

დღეს, თავდაცვის სამინისტროში, ოფიციალურ დოკუმენტებზე ხელის მოწერის დროს, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ბუბუნაურმა პარტნიორ ორგანიზაციებს მაღალი სამოქალაქო შეგნებისა და ქართული ჯარის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვისა და დაფასების პოლიტიკაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საზოგადოების მხრიდან ჩვენი სამხედროების მხარდაჭერა სოლიდარობის გამოხატულება და სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის კარგი მაგალითია.

more news