საქართველოს თასის მეორე ეტაპზე ლოკო 2 ჩიხურას შეხვდება

საქართველოს თასის მეორე ეტაპზე ლოკო 2 ჩიხურას შეხვდება
29/04/2024

საქართველოს თასის მეორე ეტაპზე ლოკო 2 ჩიხურას შეხვდება

ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მეორე და მესამე ეტაპის წილისყრა ჩატარდა, სადაც თბილისის ლოკომოტივი 2-ის მეტოქე გაირკვა.

 

ლოკო 2-ის მეტოქე თასის მეორე ეტაპზე საჩხერის ჩიხურა იქნება.

 

წილისყრაში მონაწილეობდნენ კრისტალბეთ ლიგა 3-ის და კრისტალბეთ ლიგა 4-ის გუნდები, ასევე პირველ ეტაპზე გამარჯვებული ორი გუნდი - კოლხეთი-2 1913 და მოყვარულთა ლიგის მოქმედი ჩემპიონი ბრიჯი.

 

დებულების თანახმად, წყვილებში გამარჯვებულებს ერთი მატჩი გამოავლენს. თასის გაათამაშების მეორე ეტაპის მატჩები 13 მაისს გაიმართება.

more news