სილქნეტი ლოკომოტივის აკადემიის პარტნიორია

სილქნეტი ლოკომოტივის აკადემიის პარტნიორია
27/02/2019

სილქნეტი ლოკომოტივის აკადემიის პარტნიორია

სილქნეტი თბილისის ლოკომოტივის ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის გენერალური სპონსორია. ამასთან დაკავშირებით, 27 თებერვალს, გაიმართა პრეზენტაცია, სადაც ხელი მოეწერა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს მასზედ, რომ სილქნეტი იზრუნებს აკადემიის განვითარებაზე და უზრუნველყოფს ამისათვის საჭირო როგორც მატერიალურ, ასევე არამატერიალურ რესურსებს. გენერალური სპონსორის პარტნიორობით აკადემია შეიძენს საჭირო ინვენტარს, ასევე წლის განმავლობაში, დაგეგმავს და ხელს შეუწყობს სხვადასხვა ერთობლივ საგანმანათლებლო აქტივობებს აკადემიის მოსწავლეთათვის.

 

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის განვითარება და კერძოდ მოზარდებში  ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა. ამისათვის, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მხარში დავუდგეთ თბილისის ლოკომოტივის ბავშვთა საფეხბურთო აკადემიას და ჩვენი წვლილი შევიტანოთ მის განვითარებაში და ხელი შევუწყოთ ახალგაზრდების სპორტულ მიღწევებს. ამისათვის მიგვაჩნია, რომ საჭიროა ვიზრუნოთ როგორც აკადემიის ფინანსური უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ასევე ვითანამშრომლოთ აკადემიასთან სხვა კუთხითაც და დავგეგმოთ ერთობლივი აქტივობები საგანმანათლებლო თუ სხვა საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობის მხრივ“, - განაცხადა სილქნეტის კომერციულმა დირექტორმა, ბაჩო ჩინჩალაძემ.

 

„ძალიან მოხარულნი ვართ, რომ ლოკომოტივის აკადემიას ექნება შესაძლებლობა ითანამშრომლოს ისეთი მასშტაბის მქონე კომპანიასთან, როგორიც სილქნეტია. გვჯერა, რომ მათი ახალგაზრდულ საფხბურთო სექტორში ჩართვა იქნება უნიკალური პრეცენდენტი და ამასთანავე, მოტივაცია სხვა კომპანიებისთვის, რომ აიღონ მაგალითი და მხარი დაუჭირონ ქართულ ფეხბურთში არსებულ პერსპექტივას.  ერთწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში ბევრი საინტერესო აქტივობაა დაგეგმილი, სადაც სილქნეტის, როგორც მთავარი მოთამაშის როლი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.“ განაცხადა საფეხბურთო კლუბ თბილისი ლოკომოტივის ტექნიკურმა დირექტორმა, გიორგი ყიფიანმა.

 

ამასთან ერთად, გაცნობებთ რომ თბილისის თავისუფალი სკოლის ტერიტორიაზე ახალი საფეხბურთო კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს.  კომპლექსის დასრულებისთანავე ლოკომოტივის ბავშვთა საფეხბურთო აკადემია დავით ყიფიანის სახელის მატარებელი გახდება. 

more news