საპნდერაშვილისა და ბუღრიძის გოლები საქართველოს 20 წლამდე ნაკრებში
საპნდერაშვილისა და ბუღრიძის გოლები საქართველოს 20 წლამდე ნაკრებში
საქართველოს 20 წლამდე ნაკრებმა პირველი საერთაშორისო ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ალბანეთის 21 წლამდე ნაკრები დაამარცხა. 14 ნოემბერს, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გამართული დაპირისპირება, ვასილ მაისურაძის გუნდმა 3:0 მოიგო.
მე-10 წუთზე ანგარიში ლოკომოტივის 19 წლამდე გუნდის ფორვარდმა, ნუგზარ სპანდერაშვილმა გახსნა. მეორე გოლი ალბანელებს კვლავ ლოკოს ფეხბურთელმა გაუტანა. 69-ე წუთზე თავი ლოკომოტივი 2-ის წევრმა, ირაკლი ბუღრიძემ გამოიჩინა. მესამე გოლი სტუმრებმა საკუთარ კარში გაიტანეს.
ალბანელებთან მატჩში მონაწილეობა ლოკომოტივის სხვადასხვა ასაკობრივი გუნდის რვა ფეხბურთელმა მიიღო.
ძირითად შემადგენლობაში ითამაშეს დავით კიკალიშვილმა, გიორგი ცერცვაძემ, თორნიკე ძებნიაურმა, გუნდის კაპიტანმა დავით სამურკასოვმა, ირაკლი ბუღრიძემ და ნუგზარ სპანდერაშვილმა. მეორე ნახევარში, შეცვლაზე გიორგი წულეისკირი და სანდრო შეწირულმა ითამაშეს.