U19: მიუნხენში, ბაიერნისა და ლოკომოტივის დაპირისპირება ფრედ დასრულდა

U19: მიუნხენში, ბაიერნისა და ლოკომოტივის დაპირისპირება ფრედ დასრულდა
06/07/2018

U19: მიუნხენში, ბაიერნისა და ლოკომოტივის დაპირისპირება ფრედ დასრულდა

მიუნხენის ბაიერნისა და თბილისის ლოკომოტივის 19 წლამდე გუნდების დაპირისპირება 1-1 დასრულდა. მატჩი 7 ივლისს, მიუნხენში, ბაიერნის აკადემიის ბაზაზე გაიმართა.

პირველი ნახევარი მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა. ბაიერნი მე-11 წუთზე, მარინ პუდიჩმა დააწინაურა. მეორე ნახევარში, ბაიერნის კარი შოთა შეყილაძემ აიღო. ლოკოს ფორვარდმა 52-ე წუთზე გაათანაბრა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

"ჩვენი ახალგაზრდული გუნდით სეზონის პირველი ამხანაგური მატჩი ჩავატარეთ. თბილისელებმა წინააღმდეგობა გაგვიწიეს, განსაკუთრებით ფიზიკურად". განაცხადა მატჩის შემდეგ სებასტიან ჰიონესმა, ბაიერნის 19 წლამდე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა.


სულიკო დავითაშვილის გუნდი თბილისში 8 ივლისს დაბრუნდება.

ლოკომოტივი: გუგუშვილი (მიქავა), ჯაფარიძე (ბაქრაძე), სირაძე, ბუიღლიშვილი, ჯავახიშვილი, ჯინჭარაძე (ნაჭყებია), ჯანაშია (კაპ), ოქროპირიძე (ძაძამია), გრძელიძე, ინჯგია (ქაჯაია), შეყილაძე (იაკობიძე)

მთავარი მწვრთნელი: სულიკო დავითაშვილი

ფოტო:  fcbayern.com

more news