ზაფხულის შესვენების შემდეგ, ოქროს ლიგა განახლდა

ზაფხულის შესვენების შემდეგ, ოქროს ლიგა განახლდა
09/09/2019

ზაფხულის შესვენების შემდეგ, ოქროს ლიგა განახლდა

ზაფხულის შესვენების შემდეგ, ასაკობრივი ოქროს ლიგები განახლდა. ასპარეზობაში პირველები „ლოკომოტივის“ 17-წლამდელები ჩაერთნენ. ჩვენმა გუნდმა, სტუმრად, გაბრიელ ხუციშვილისა და ლაშა მენთეშაშვილის გოლებით, „დინამო“ თბილისთან შედეგიანი ფრე - 2:2 ითამაშა.

 

19-წლამდელთა ოქროს ლიგის გათამაშების ლიდერი - სულიკო დავითაშვილის გაწვრთნილი ლოკოს 19-წლამდელთა გუნდი „ბენდელას“ სტადიონზე „საბურთალოს“ ესტუმრა და მეტოქე დამაჯერებლად - 3:0 დაამარცხა. მეტოქის კარში გოლები ბექა ბუიღლიშვილმა, ნიკა კონიაშვილმა და ნიკა ხუციშვილმა გაიტანეს.

 

რაც შეეხებათ 15-წლამდელებს, 17-წლამდელების მსგავსად, ისინიც „დინამო“ თბილისს სტუმრობდნენ. სამწუხაროდ, ჩვენი გუნდი 0:3 დამარცხდა.

 

მომდევნო ტურში, 19-წლამდელები საგურამოში „დინამო“ თბილისს უმასპინძლებენ და ეს იქნება ტურის ცენტრალური და სამომავლოდ, ბევრი რამის გადამწყვეტი შეხვედრა. 17 და 15-წლამდელებიც საკუთარ მოედანზე ითამაშებენ და ორივე გუნდი „დინამო“ თბილისი 2-ის შესაბამის ასაკობრივ გუნდებს ეთამაშება.

more news