ზამთრის თასი: ლოკოს 15 წლამდე გუნდმა ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია

ზამთრის თასი: ლოკოს 15 წლამდე გუნდმა ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია
12/01/2019

ზამთრის თასი: ლოკოს 15 წლამდე გუნდმა ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ზამთრის თასზე, მონაწილეობა ლოკომოტივის აკადემიის 15 წლამდე გუნდმა მიიღო.

აღნიშნულ ასაკობრივ ტურნირზე ლოკომოტივი დ ჯგუფში ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და ცხინვალის რეგიონის ასაკობრივ ნაკრებებთან ერთად მოხვდა.

ლევან კორღალიძის გუნდმა სამ მატჩში 1 ქულა მოიპოვა და ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია.

ლოკოს 15 წლამდელებმა პირველ მატჩში ცხინვალის რეგიონის გუნდთან 1-1 ითამაშეს. ჩვენი აკადემიის გუნდი მცხეთა-მთიანეთისა და ქვემო ქართლის გუნდებთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

ფოტო: gff.ge

more news