22-ე ტურში სამტრედიას ვესტუმრებით

22-ე ტურში სამტრედიას ვესტუმრებით
ეროვნული ლიგის 22-ე ტურში ჩვენი გუნდი სამტრედიას ესტუმრება. მიმდინარე სეზონში სამტრედიასთან ორი მატჩი გავმართეთ, მათთან დადებითი ბალანსი გვაქვს, ორ მატჩში 4 ქულა ავიღეთ.
მე-4 ტურში სამტრედიაში ფრედ 1:1 ვითამაშეთ, ანგარიში 63-ე წუთზე მეტოქემ გახსნა, გოლი ჟოზეფ ამოაკოს ანგარიშზეა. მესამე დამატებულ წუთზე დენის ამოაკოს გოლით ანგარიში გავათანრებთ და სამტრედიიდან ქულა წამოვიღეთ.
მე-13 ტურში საგურამოში სამტრედიას 2:1 მოვუგეთ. 44-ე წუთზე ლუკა კეკელიძის გოლით დავწინაურდით, 68-ე წუთზე ლაშა კალანდაძის საგოლე პასით ნიკოლოზ ყველაშვილმა ანგარიში ორამდე გაზარდა. ერთადერთი საპასუხო გოლი მე-80 წუთზე ჟოზეფ ამოაკომ გაიტანა.
22-ე ტურის მატჩი ლოკოსა და სამტრედიას შორის ეროსი მანჯგალაძეზე 11 სექტემბერს, 16:00 საათზე დაიწყება.
ეროვნულ ლიგა 2-ში 21 მატჩში 25 ქულა დავაგროვეთ, მე-6 ადგილზე ვართ, საუკეთესო სამეულთან ჩამორჩენა მხოლოდ 5 ქულაა.