23 მაისი - ლოკომოტივის მატჩების ისტორია

23 მაისი - ლოკომოტივის მატჩების ისტორია
22/05/2017

23 მაისი - ლოკომოტივის მატჩების ისტორია

ეროვნული ლიგის მე-14 ტურში, თბილისის ლოკომოტივი ფოთის კოლხეთი 1913-ს დაუპირისპირდება. გიორგი დევდარიანისა და გელა სანაიას გუნდების დაპირისპირება, 23 მაისს, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე, 18:00 საათზე გაიმართება.

 

ეროვნული ლიგის ისტორიაში, ლოკომოტივს, 23 მაისს 3 მატჩი აქვს ჩატარებული. სამივე შემთხვევაში, გამარჯვება ჩვენმა გუნდმა მოიპოვა.

 

1999 წელს, ლოკომ, თემურ მახარაძის ხელმძღვანელობით თსუ თბილისი დაამარცხა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული დაპირისპირება, ჩვენმა გუნდმა 4:1 მოიგო.

 

სტუმრებს დუბლი წივწივაძემ შეუსრულა, თითო-თითო გოლი გოგობერიშვილმა და ქოიავამ გაიტანეს.

 

2001 წელს, ლოკომოტივმა, გივი ნოდიას ხელმძღვანელობით ქუთაისის ტორპედო დაამარცხა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ჩვენმა გუნდმა გოგიჩაიშვილის გოლით დაამარცხა მეტოქე.

 

უკანასკნელად, ლოკომ 23 მაისს, 2009 წელს ითამაშა. გიორგი კიკნაძე უფროსის ხელმძღვანელობით, ჩვენმა გუნდმა ზესტაფონის ზესტაფონს 3:1 მოუგო.


თავის გამოჩენა ჩაგელიშვილმა და წულაძემ შეძლეს, მესამე გოლი კი ლობჟანიძემ საკუთარ კარში გაიტანა.

აღნიშნული მატჩი, ზესტაფონის შემადგენლობაში, გიორგი ხიდეშელმა ითამაშა, რომელიც ამჟამად ლოკომოტივის ღირსებას იცავს.

more news