25-ე ტურში იბერია 2-ს საგურამოში შევხვდებით

25-ე ტურში იბერია 2-ს საგურამოში შევხვდებით
ეროვნული ლიგა 2-ის 25-ე ტურში თბილისის ლოკომოტივი საგურამოში იბერია 2-ს მიიღებს. მატჩი 27 სექტემბერს, 18:00 საათზე დაიწყება.
მიმდინარე სეზონში ეროვნული ლიგა 2-ის მე-7 ტურში ჩვენმა გუნდმა იბერია 2-ს 4:2 მოუგო. მე-18 წუთზე ალექსანდრე ამისულაშვილის ავტოგოლით დავწინაურდით, 26-ე წუთზე საკუთარ კარში იბერია 2-ის მეკარემ, რევაზ კურტანიძემ გაიტანა. ტაიმის მიწურულს გივი ხაჩიძემ სხვაობა შეამცირა. მე-60 წუთზე სანდრო შაშიაშვილის საგოლე პასით ლაშა მენთეშაშვილმა გაიტანა - 3:1. 83-ე წუთზე სტუმართა მხრიდან გოლი დანიერ ქვარცხავამ შეაგდო. 87-ე წუთზე ლუკა კეკელიძემ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 4:2.
მე-16 ტურში იბერია 2-სა და თბილისის ლოკომოტივის მატჩი 1:1 დასრულდა. ბენდელას სტადიონზე ნიკოლოზ ყველაშვილმა დაგვაწინაურა, დანიელ ქვარცხავამ ანგარიში გაათანაბრა.
24 ტურის შემდეგ ეროვნულ ლიგა 2-ში ლოკომოტივი 31 ქულით მე-5 ადგილზეა, ამდენივე ქულაა იბერია 2-ის აქტივში, რომელიც მე-6 ადგილს იკავებს.