თასის მეოთხედფინალში ბათუმის დინამოსთან დავმარცხდით

თასის მეოთხედფინალში ბათუმის დინამოსთან დავმარცხდით
23/09/2025

თასის მეოთხედფინალში ბათუმის დინამოსთან დავმარცხდით

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების მეოთხედფინალში ლოკომოტივი საგურამოში ბათუმის დინამოსთან 0:3 დამარცხდა. სამწუხაროდ, თასის გათამაშებას დავემშვიდობეთ.

 

ანგარიში მე-5 წუთზე თორნიკე კირკიტაძემ გახსნა. 30-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრების კარგი შანსი გვქონდა, თუმცა ლაშა მენთეშაშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა. 59-ე წუთზე გურამ ჯაფარიძემ ანგარიში ორამდე გაზარდა, 68-ე წუთზე ლუკა წულუკიძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

 

ჩვენი გუნდი შემდეგ მატჩს ეროვნულ ლიგა 2-ში გამართავს. 25-ე ტურში საგურამოში იბერია 2-ს მივიღებთ. მატჩი 27 სექტემბერს, 18:00 საათზე დაიწყება.

more news