26-ე ტურში საგურამოში სპაერს მივიღებთ

26-ე ტურში საგურამოში სპაერს მივიღებთ
30/09/2025

26-ე ტურში საგურამოში სპაერს მივიღებთ

ეროვნულ ლიგა 2-ის 26-ე ტურში გიორგი გეგუჩაძის გაწვრთნილი თბილისის ლოკომოტივი საგურამოში სპაერს მიიღებს. მატჩი პირველ ოქტომბერს, 18:00 საათზე დაიწყება.

 

მიმდინარე სეზონის მე-8 ტურში ლოკოსა და სპაერის მატჩი საგურამოში 1:1 დასრულდა. 38-ე წუთზე საბა გეგიაძემ ანგარიში გახსნა, 67-ე წუთზე ლაშა მენთეშაშვილის ზუსტად შესრულებული პენალტით წონასწორობა აღდგა, ქულა მოვიპოვეთ.

 

მე-17 ტურში სპაერმა შინ ლოკოს 3:1 მოუგო. 31-ე წუთზე მსაჯმა ჩვენი გუნდის ფეხბურთელი ლუკა მეტრეველი მოედნიდან გააძევა და რიცხვობრივ უმცირესობაში აღმოვჩნდით. მასპინძელთაგან გოლები საბა გეგიაძის, სიენდა მატენჯვასა და ზურაბ გოლუბიანის ანგარიშზეა. 81-ე წუთზე არბიტრმა სპაერის მოთამაშე ცოტნე ჩოთალიშვილი გააძევა. მეორე დამატებულ წუთზე ფრენკ ჩილეშეს საგოლე პასის შემდეგ დენის ამოაკომ სპაერის კარი აიღო.

 

25 ტურის შემდეგ სპაერი 41 ქულით პირველზეა, ჩვენი გუნდი 32 ქულით მე-5 ადგილზეა და საუკეთესო სამეულს მხოლოდ 6 ქულით ჩამორჩება.

more news