კოხრეიძის გოლით იბერია 2-თან ფრედ ვითამაშეთ

27/09/2025
კოხრეიძის გოლით იბერია 2-თან ფრედ ვითამაშეთ
ეროვნული ლიგის 25-ე ტურში თბილისის ლოკომოტივისა და იბერია 2-ის მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.
ანგარიში სტუმრებმა 23-ე წუთზე გახსნეს, გოლი გივი ხაჩიძის ანგარიშზეა. 87-ე წუთზე ლაშა კოხრეიძემ პენალტის ნიშნულიდან წონასწორობა აღადგინა და კონკურენტთან მატჩში ქულა მოვიპოვეთ.
25 ტურის შემდეგ ჩვენი გუნდი 32 ქულით მე-5 ადგილზეა, საუკეთესო სამეულთან სხვაობა 6 ქულაა.
26-ე ტურში ჩვენი მეტოქე სპაერი იქნება. შეხვედრა საგურამოში პირველ ოქტომბერს, 18:00 საათზე დაიწყება.