დასანანი მარცხი - ლოკომოტივმა თასის მოპოვება ვერ შეძლო

დასანანი მარცხი - ლოკომოტივმა თასის მოპოვება ვერ შეძლო
08/12/2019

დასანანი მარცხი - ლოკომოტივმა თასის მოპოვება ვერ შეძლო

8 დეკემბერს, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, „ლოკომოტივი“ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში „საბურთალოს“ დაუპირისპირდა და სამწუხაროდ, 1:3 დამარცხდა.

 

სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივარმა, საკმაოდ საინტერესო თამაში, ლამაზი და შემტევი ფეხბურთი იხილა. მატჩის ნომინალურმა მასპინძლებმა, ანგარიშის გახსნა უკვე მე-12 წუთზე შეძლეს. ეფექტური საჯარიმო დარტყმით, თავისი გუნდი გიორგი კოხრეიძემ დააწინაურა. ზუსტად 7 წუთში კი, გიორგი გაბედავამ მეორე ბურთი გაიტანა „ლოკომოტივის“ კარში. პირველ ტაიმში, ლევან კორღალიძის ფეხბურთელებს ერთი ბურთის გაქვითვა შეეძლოთ, თუმცა, ბექა დარცმელიამ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა.

 

მეორე ტაიმი უკვე „ლოკომოტივის“ აქტიური თამაშით დაიწყო. ჩვენი გუნდი მასირებულად, დიდი ძალებით უტევდა და ამან შედეგი 52-ე წუთზე გამოიღო, როცა თემურ შონიას წაქცევისთვის, მატჩის მთავარმა არბირტმა „საბურთალოს“ კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა. ნიშნულთან ირაკლი სიხარულიძე მივიდა და კუპატაძეს აუღელვებლად, მშვიდად გაუტანა. დარჩენილ დროში, ლოკომოტიველებს ანგარიშის გათანაბრების შესანიშნავი შანსი ჰქონდათ, თუმცა, მეკარესთან ერთ-ერთზე გასულმა რევაზ ინჯგიამ კარს ააცილა.

 

საბოლოოდ, „ლოკომოტივმა“ ვეღარ გაიტანა; „საბურთალომ“ კი, მატჩის მიწურულს კიდევ ერთი ბურთის გატანა შეძლო და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

 

სამწუხაროდ, „ლოკომოტივმა“ თავის ისტორიაში მე-4 თასის მოპოვება ამჯერად ვერ შეძლო.

 

 

საბურთალო 3:1 ლოკომოტივი

 

ლოკომოტივი: ბულისკერია, გურეშიძე, ჭანტურია, უბილავა (C), კომახიძე, შონია, დარცმელია (ჯიქია 82), სამურკასოვი, დ. კირკიტაძე (გვალია 77), თ.კირკიტაძე (ინჯგია 30), სიხარულიძე

 

გოლი: სიხარულიძე (52 პენ)

 

მთ.მწვრთნელი - ლევან კორღალიძე

more news