დინამო თბილისი 2 კეკელიძის ჰეთ-თრიკითა და გოგატიშვილის გოლით დავამარცხეთ

12/08/2025
დინამო თბილისი 2 კეკელიძის ჰეთ-თრიკითა და გოგატიშვილის გოლით დავამარცხეთ
ეროვნული ლიგა 2-ის მე-18 ტურში თბილისის "ლოკომოტივმა" საგურამოში "დინამო თბილისი 2"-ს 4:2 სძლია.
გამორჩეული თამაში ჩაატარა ლუკა კეკელიძემ, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა. გიორგი გოგატიშვილმა კი სადებიუტო გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ყველა გოლი ლოკოს მხრიდან შორეული და ლამაზი დარტყმით გავიდა. იხილეთ გოლები.
მატჩში დებიუტი ჰქონდა 21 წლის ტაჯიკ მცველ მეხრუბონ ქარიმოვს, რომელიც ზაფხულში წყალტუბოს „სამგურალიდან“ შემოუერთდა გუნდს.
ამ გამარჯვებით ლოკომ მორიგი მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა და ამჟამად ეროვნულ ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში 22 ქულით მეექვსე პოზიციაზე იმყოფება.
მომდევნო ტურში ლოკო "გონიოს" უმასპინძლებს.