ამხანაგური მატჩი: ლოკომ ბათუმის დინამო დაამარცხა
ამხანაგური მატჩი: ლოკომ ბათუმის დინამო დაამარცხა
თბილისის ლოკომოტივმა, ამხანაგურ მატჩში ბათუმის დინამო დაამარცხა. 28 ივლისს, საგურამოს საფეხბურთო ბაზაზე გამართული მატჩი, ლაშა ჭაღიაშვილის გუნდმა 3-1 მოიგო.
პირველი ნახევარი, ლოკომ მამია გავაშელიშვილის გოლით მოიგო. მამიამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაიტანა.
50-ე წუთზე სტუმრებმა წონასწორობა აღადგინეს. ლუკა შეროზიას კარი გიორგი ილურიძემ აიღო. 75-ე წუთზე გავაშელიშვილმა დუბლი შეასრულა.
მატჩის საბოლოო შედეგი, 89-ე წუთზე თეიმურაზ შონიამ დააფიქსირა.
ეროვნული ლიგის, მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, დინამოსთან გამარჯვება ლოკომოტივისთვის რიგით მესამეა. წინა ორ მატჩში, ლაშა ჭაღიაშვილის გუნდმა შევარდენი 1906 და ქობულეთის შუქურა დაამარცხა.
ეროვნული ლიგის მე-19 ტურში, ლოკომოტივი 4 აგვისტოს სამტრედიას დაუპირისპირდება. მატჩი მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე, 17:30 წუთზე გაიმართება.
ლოკომოტივი: შეროზია, გაბაძე, ჭანტურია (კაპ) (ქურდაძე 75), ლობჟანიძე, კომახიძე, გვალია (ანდრონიკაშვილი 80), ძებნიაური (შონია 60), სამურკასოვი (დავითაშვილი 55), კიკაბიძე (გრძელიძე 70), კობახიძე (ინჯგია 46), გავაშელიშვილი (ოზბეთელაშვილი 80)
მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი