გიორგი ჭიაბრიშვილი - ლოკომოტივის ახალი მთავარი მწვრთნელი

გიორგი ჭიაბრიშვილი - ლოკომოტივის ახალი მთავარი მწვრთნელი
05/07/2020

გიორგი ჭიაბრიშვილი - ლოკომოტივის ახალი მთავარი მწვრთნელი

თბილისის "ლოკომოტივს" ხვალიდან გიორგი ჭიაბრიშვილი ჩაიბარებს. მხარეებმა სამწელიწადნახევრიან კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერეს. 

 

ახალი მთავარი მწვრთნელი ხელმძღვანელობამ ფეხბურთელებს უკვე წარუდგინა. ხვალ კი, ახალგაზრდა სპეციალისტი პირველ ვარჯიშს ჩაატარებს და 9 ივლისს, ბათუმის "დინამოს" წინააღმდეგ, ეროვნული ლიგის მე-5 ტურის მატჩში გუნდს მოედანზე უკვე ჭიაბრიშვილი გაუძღვება. 

 

გიორგი ჭიაბრიშვილი ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრებისთვის კარგად ნაცნობი მწვრთნელია. საფეხბურთო კლუბ "საბურთალოსთან" ერთად, მან ეროვნული ლიგა და საქართველოს თასი მოიგო. ახლა კი, ახალგაზრდა სპეციალისტი წარმატების მიღწევას უკვე "ლოკომოტივთან" ერთად შეეცდება. 

 

ბევრ წარმატებას და ახალ ტიტულებს ვუსურვებთ გიას "ლოკომოტივთან" ერთად! 

more news