გიორგი გაბაძე - გუნდის მიზანი ეროვნულ ლიგაში დაბრუნებაა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ

გიორგი გაბაძე - გუნდის მიზანი ეროვნულ ლიგაში დაბრუნებაა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ
23/03/2024

გიორგი გაბაძე - გუნდის მიზანი ეროვნულ ლიგაში დაბრუნებაა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ

თბილისის ლოკომოტივმა 2024 წლის ეროვნული ლიგა 2-ის სეზონი ორი ფრითა და ერთი მარცხით დაიწყო. გუნდი მორიგ შეხვედრას სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ გამართავს.

 

სეზონის სტარტის შეფასება და გუნდის სამომავლო გეგმებზე საუბარი ლოკომოტივს კაპიტანს, გიორგი გაბაძეს ვთხოვეთ. ის ასევე გამოეხმაურა საქართველოს ნაკრების მატჩს ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ფინალში საბერძნეთთან.

 

„სეზონის დასაწყისი ცოტა მოულოდნელი აღმოჩდა ჩვენთვის, თუმცა ყველაფერი ჩვენს ხელშია და დარწმუნებული ვარ, ჩვენს დასახულ მიზანს მივაღწევთ.

 

ახლა კონცეტრაცია მხოლოდ მომდევნო თამაშისკენ გვაქვს მიმართული და ყველას გააზრებული გვაქვს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ამ მატჩის მოგება. გუნდის მიზანი, რა თქმა უნდა, ეროვნულ ლიგაში დაბრუნებაა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

 

სეზონის მოსამზადებელ ეტაპზე კუნთის ტრავმა მივიღე, რის გამოც თვეზე მეტი მომიწია დასვენება. ახლა თავს კარგად ვგრძნობ. ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ მალე ჩავდგე სასურველ კონდიციაში და დავეხმარო გუნდს წარმატების მიღწევაში.

 

წარმატებები მინდა ვუსურვოთ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს ამ მნიშვნელოვანი თამაშის წინ და ჩვენ გვჯერა რომ 26 მარტს ერთად ვიზეიმებთ ამ ისტორიულ გამარჯვებას

more news