რევაზ გოცირიძე - თუ გვინდა წარმატებას მივაღწიოთ, ყველა შეხვედრა თავდადებით უნდა ვითამაშოთ

რევაზ გოცირიძე - თუ გვინდა წარმატებას მივაღწიოთ, ყველა შეხვედრა თავდადებით უნდა ვითამაშოთ
16/03/2024

რევაზ გოცირიძე - თუ გვინდა წარმატებას მივაღწიოთ, ყველა შეხვედრა თავდადებით უნდა ვითამაშოთ

თბილისის ლოკომოტივმა 2024 წლის ეროვნული ლიგა 2-ის სეზონი ორი ფრითა და ერთი მარცხით დაიწყო. გუნდი მორიგ შეხვედრას სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ გამართავს.

 

სეზონის პირველი შეხვედრების შესახებ გუნდის მთავარ მწვრთნელს, რევაზ გოცირიძეს ვესაუბრეთ.

 

„სეზონის სტარტი ცოტა მძიმე გამოგვივიდა. ვფიქრობ, სპაერთან მოსაგები თამაში გვქონდა, მაგრად ერთმა უყურადღებობამ ჩვენს კარში პენალტი მოიტანა და ამის გამო, თამაში ფრედ დავასრულეთ.

 

რაც შეეხება ვიტ ჯორჯიასთან შეხვედრას, თამაშის დასაწყისში გოლი კონტრშეტევაზე გავუშვით. მერე ვცადეთ სიტუაციის გამოსწორება, პენალტიც მოვიპოვეთ მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ გამოვიყენეთ. შემდეგ ცოტა ავირიეთ. მეორე ტაიმში მატჩში გარდატეხის შეტანა გვსურდა, თუმცა არ გამოგვივიდა, რადგან მეტოქე თავს კარგად იცავდა.

 

ჩემი აზრით, ბოლო თამაში ლოგიკურად დასრულდა. პირველ ტაიმში ბურთს უმეტესად ჩვენ ვფლობდით, ორი მომენტიც გვქონდა, მაგრამ მეტოქემ შეგვიქმნა ორი მომენტი კონტრშეტევაზე. მეორე ტაიმი უკვე თანაბარი ბრძოლა იყო მომენტების გარეშე და ბურთი სწრაფი კონტრშეტევის დროს მივიღეთ. მალევე გავათანაბრეთ პენალტით, ბოლოს მოგებაც შეგვეძლო, ჩაჩუას გოლის გატანის შანსი ჰქონდა.

 

ეროვნული ლიგა 2, ზოგადად, რთული სათამაშოა და წინასწარ ძნელია, ვინმესთამ დაგეგმო მოგება. ყველა გუნდი ბოლომდე იბრძვის, ამიტომ, თუ გვინდა რომ წარმატებას მივაღწიოთ, ჩვენც ყველა შეხვედრა თავდადებით უნდა ვითამაშოთ, მხოლოდ კლასით ვერავის ვერ დაამარცხებ.

 

გამოსასწორებელია ორთაბრძოლებზე თამაში, მეტი ორთაბრძოლა უნდა მოვიგოთ. პლუს, ის სწრაფი თამაში უნდა დავიბრუნოთ, რომელიც შარშან მესამე და მეოთხე წრეში გვქონდა. მჯერა ჩემი ფეხბურთელების და ზუსტად ვიცი, მალე ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. ჩვენი გეგმა ყველა შეხვედრაში გამარჯვება და ლამაზი თამაშის ჩვენებაა“, - განაცხადა რევაზ გოცირიძემ.

 

more news