კეკელიძის და ყველაშვილის გოლებით სამტრედია დავამარცხეთ

20/05/2025
კეკელიძის და ყველაშვილის გოლებით სამტრედია დავამარცხეთ
თბილისის ლოკომოტივმა ეროვნული ლიგა 2-ის 2025 წლის სეზონის მე-13 ტურის მატჩი საგურამოში სამტრედიასთან გამართა და 2:1 გაიმარჯვა.
ლოკოს მხრიდან გოლები კეკელიძემ და ყველაშვილმა გაიტანეს, ხოლო სამტრედიის რიგებიდან თავის გამოჩენა ჟოზეფ ამოაკომ მოახერხა.
შედეგად, ლოკომ ზედიზედ მეორე მატჩში 3 ქულა მოიპოვა. ჯამში 17 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა. ჩვენი გუნდი ეროვნულ ლიგაში გადასასვლელ საპლეიოფო ზონას მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება.
მომდევნო ტურის მატჩს ლოკომოტივი 24 მაისს სტუმრად რუსთავთან ჩაატარებს.
ეროვნული ლიგა 2 I მე-13 ტური:
ლოკომოტივი 2:1 სამტრედია
დინამო 2 0:4 მეშახტე
სიონი 1:1 რუსთავი
სპაერი 3:0 მერანი
გონიო 0:4 იბერია 2