კეკელიძის დუბლითა და კოხრეიძის გოლით დინამო 2 დავამარცხეთ

კეკელიძის დუბლითა და კოხრეიძის გოლით დინამო 2 დავამარცხეთ
05/10/2025

კეკელიძის დუბლითა და კოხრეიძის გოლით დინამო 2 დავამარცხეთ

ეროვნული ლიგა 2-ის 27-ე ტურში თბილისის დინამო 2 შინ თბილისის ლოკომოტივთან 1:3 დამარცხდა.

 

ანგარიში მეორე წუთზე ალექსანდრე ფეიქრიშვილმა გახსნა, თუმცა შემდეგ ჩვენმა გუნდმა თამაში შემოატრიალა და მიმდინარე სეზონში მე-8 გამარჯვება მოიპოვა. პირველი ტაიმის მესამე დამატებულ წუთზე გიორგი თოდუას საგოლე პასით ლუკა კეკელიძემ ანგარიში გაათანაბრა, 49-ე წუთზე ვასილ ხოსიტაშვილის გადაცემის შემდეგ კეკელიძემ დუბლი შეასრულა. მეორე ტაიმის მეორე დამატებულ წუთზე ლუკა კეკელიძის საგოლე პასს ლაშა კოხრეიძის გოლი მოჰყვა და მატჩის საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა.

 

III წრის შემდეგ ლოკო 35 ქულით მე-5 ადგილზეა, ასევე 35 ქულა აქვს მეოთხე ადგილოსან მეშახტეს. საუკეთესო სამეულთან სხვაობა კი 5 ქულაა.

 

28-ე ტურში, 17 ოქტომბერს ჩვენი გუნდი გონიოს ქობულეთის საფეხბურთო ცენტრში დაუპირისპირდება.

more news