"ლოკომოტივი იყო და რჩება ჩემთვის ნომერ პირველ კლუბად"

"ლოკომოტივი იყო და რჩება ჩემთვის ნომერ პირველ კლუბად"
31/07/2018

"ლოკომოტივი იყო და რჩება ჩემთვის ნომერ პირველ კლუბად"

ლევან ყენიამ თბილისის ლოკომოტივი დატოვა და კარიერას ლუქსემბურგის მოქმედ ჩემპიონ დუდელანჟში გააგრძელებს. ყენია ლოკომოტივში 2017 წლის მაისში, პრაღის სლავიადან დაბრუნდა.

თითქმის ერთწლიანი სარეაბილიტაციო კურსის გავლის შემდეგ, ლევანმა ეროვნულ ლიგაში 2018 წლის 21 ივნისს, კოლხეთი 1913-ის წინააღმდეგ ითამაშა.

აღნიშნული მატჩის გარდა, ლევანმა ლოკოს მაისური გორის დილასა და რუსთავის წინააღმდეგ მოირგო.

"ლოკომოტივი იყო და რჩება ჩემთვის ნომერ პირველ კლუბად. რაც შეეხება ჩემს გადაწყვეტილებას, მინდა ძალები კვლავ ევროპაში მოვსინჯო. დარწმუნებული ვარ, ლოკომოტივში კვლავ დავბრუნდები.

მადლობას ვუხდი კლუბის ხელმძღვანელებს, ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, სამედიცინო შტაბს და კლუბის სტაფს. ამ პერიოდის მანძილზე, ლოკო გვერდში დამიდგა. მინდა დარჩენილ თამაშებში გუნდს წარმატება ვუსურვო". - ამბობს ყენია.

more news