ლოკომოტივის ფეხბურთელებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაო ყვავილებით შეამკეს

ლოკომოტივის ფეხბურთელებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაო ყვავილებით შეამკეს
07/08/2017

ლოკომოტივის ფეხბურთელებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაო ყვავილებით შეამკეს

თბილისის ლოკომოტივის ფეხბურთელებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაო ყვავილებით შეამკეს. მათ, 2008 წლის 8 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს.

 

ძმათა სასაფლაოზე ლუკა კიკაბიძე, ლევან ქურდაძე და ვატო არველაძე იმყოფებოდნენ.

 

"8 აგვისტო, საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი და ამასთანავე ტრაგიკული თარიღია. ჩვენი ვალია, იმ ადამიანებს სათანადო პატივი მივაგოთ, ვინც სამშობლოსთვის თავი გასწირა". - ამბობს კიკაბიძე.


მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე საბრძოლო მოქმედებებისას დაღუპული 43 სამხედრო მოსამსახურეა დაკრძალული.

 

აგვისტოს ომს საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი შეეწირა. თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაღუპულად მიიჩნევა 170 სამხედრო.

more news