ლოკო მე-11 ტურში ვიტ ჯორჯიასთან დამარცხდა
10/05/2024
ლოკო მე-11 ტურში ვიტ ჯორჯიასთან დამარცხდა
ეროვნული ლიგა 2-ის მე-11 ტურის შეხვედრაში ლოკომოტივი გლდანის საფეხბურთო ცენტრში ვიტ ჯორჯიას დაუპირისპირდა და 0:3 დამარცხდა.
პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა, თუმცა 42-ე წუთზე მასპინძლების დაწინაურება შაქრო დვალიშვილმა მოახერხა.
მეორე ტაიმიც უფრო აქტიურად ვიტ ჯორჯიამ დაიწყო და 48-ე წუთზე ამირან ძაგანიამ ვიტ ჯორჯიას უპირატესობა ორბურთიანი გახადა. ძაგანიამ მალე დუბლი შეასრულა და მატჩში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ეროვნულ ლიგა 2-ში ჩატარებული 11 შეხვედრის შემდეგ ლოკოს 11 ქულა აქვს და მე-8 ადგილზეა.
მორიგ მატჩს ჩვენი გუნდი მიხეილ მესხი 2-ზე 15 მაისს დინამო თბილისი 2-თან ჩაატარებს.