ლოკო 2025 წლის სეზონს საქართველოს თასზე დინამო თბილისი 2-თან მატჩით განაახლებს

ლოკო 2025 წლის სეზონს საქართველოს თასზე დინამო თბილისი 2-თან მატჩით განაახლებს
19/07/2025

ლოკო 2025 წლის სეზონს საქართველოს თასზე დინამო თბილისი 2-თან მატჩით განაახლებს

თბილისის ლოკომოტივი 2025 წლის საფეხბურთო სეზონის განახლებისთვის ემზადება. 20 ივლისს ჩვენი გუნდი საგურამოში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/16 ფინალური ეტაპის მატჩს დინამო თბილისი 2-თან ჩაატარებს.

 

ჩვენმა გუნდმა და დინამო თბილისი 2-მა მიმდინარე სეზონში ერთი შეხვედრა ეროვნული ლიგა 2-ის ეგიდით უკვე ჩაატარეს. 28 აპრილს მეტოქე 1:0 დავამარცხეთ, გოლი ლაშა მენთეშაშვილმა გაიტანა.

 

წარმატების შემთხვევაში ლოკოს მეტოქე დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/8 ფინალურ ეტაპზე ალგეთსა და შტურმს შორის გამარჯვებული იქნება. მატჩი 26 ან 27 ივლისს შედგება.

 

რაც შეეხება დინამო თბილისი 2-თან შეხვედრას, საგურამოში 18:30 საათზე დაიწყება.

more news