ლოკო დინამო თბილისი 2-თან დამარცხდა

ლოკო დინამო თბილისი 2-თან დამარცხდა
15/05/2024

ლოკო დინამო თბილისი 2-თან დამარცხდა

ეროვნული ლიგა 2-ის 2024 წლის სეზონის მე-12 ტური თბილისის ლოკომოტივისა და დინამო თბილისი 2-ის შეხვედრით დასრულდა.

 

მიხეილ მესხი 2-ზე ჩატარებული მატჩი სტუმრებმა 4:2 მოიგეს.

 

შეხვედრაში პირველი გოლი დინამოელებმა მე-7 წუთზე გაიტანეს, დავით გოცირიძის პასით თავი ალექსანდრე ფეიქრიშვილმა გამოიჩინა. ლოკომ წონასწორობა მე-13 წუთზე მამია გავაშელიშვილის გოლით აღადგინა, თუმცა ერთ წუთში ოდიკაძემ ანგარიში 2:1 გახადა.

 

ლოკომ მეორე ტაიმი აქტიურად დაიწყო და 70-ე წუთზე მამია გავაშელიშვილმა კიდევ ერთხელ გაათანაბრა ანგარიში, ამჯერად მან პენალტი გამოიყენა.

 

დინამო 81-ე წუთზე გიორგი მეფარიშვილის გოლით კიდევ ერთხელ დაწინაურდა, ხოლო 90+7-ე წუთზე დავით გოცირიძემ შეხვედრაში საბოლოო ანგარიშიდ დააფიქსირა.

 

ლოკო 12 ტურის შემდეგ მე-9 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი 19 მაისს სტუმრად შტურმთან ჩაატარებს.

 

ეროვნული ლიგა 2 I მე-12 ტური:

 

არაგვი 1:2 სპაერი
გარეჯი 1:1 ვიტ ჯორჯია
ხობი 2:1 შტურმი
რუსთავი 3:1 ბოლნისი
ლოკომოტივი 2:4 დინამო თბილისი 2

 

more news