ლოკო დინამო თბილისი 2-თან სათამაშოდ ემზადება

ლოკო დინამო თბილისი 2-თან სათამაშოდ ემზადება
14/05/2024

ლოკო დინამო თბილისი 2-თან სათამაშოდ ემზადება

თბილისის ლოკომოტივი ეროვნული ლიგა 2-ის მე-12 ტურის მატჩს მიხეილ მესხი 2-ზე დინამო თბილისი 2-თან ჩაატარებს.

 

ჩვენი მეტოქე 2024 წლის სეზონში კარგ ფორმაშია. 11 ტურის შემდეგ დინამო 2-ს 20 ქულა აქვს და გათამაშების ერთ-ერთი თანალიდერია.

 

ჩვენი გუნდი მოახლოებულ მატჩს 11 ქულით და ცხრილში მე-8 ადგილით ხვდება.

 

მიმდინარე სეზონის პირველ წრეში გუნდებმა ერთმანეთის წინააღმდეგ უკვე ითამაშეს. შეხვედრა 14 მარტს გაიმართა და ფრედ, 1:1 დასრულდა. ლოკოს მხრიდან თავი მამია გავაშელიშვილმა გამოიჩინა.

 

ლოკოს და დინამო თბილისი 2-ის მატჩი 15 მაისს 19:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალია.

 

ეროვნული ლიგა 2 I მე-12 ტური:

არაგვი - სპაერი
გარეჯი - ვიტ ჯორჯია
ხობი - შტურმი
რუსთავი - ბოლნისი
ლოკომოტივი - დინამო თბილისი 2

more news