ლოკო ეროვნულ ლიგა 2-ში სეზონს არაგვთან შეხვედრით განაახლებს

ლოკო ეროვნულ ლიგა 2-ში სეზონს არაგვთან შეხვედრით განაახლებს
29/07/2024

ლოკო ეროვნულ ლიგა 2-ში სეზონს არაგვთან შეხვედრით განაახლებს

თბილისის ლოკომოტივი ეროვნული ლიგა 2-ის 2024 წლის სეზონის განახლებისთვის აქტიურად ემზადება.

 

ჩვენი გუნდის მეტოქე გათამაშების მე-17 ტურში დუშეთის არაგვი იქნება, რომელმაც 16 შეხვედრის შემდეგ 21 ქულა დააგროვა და სატურნირნო ცხრილში მე-6 ადგილს იკავებს.

 

რაც შეეხება ლოკოს, ჩვენი გუნდი ამ მომენტისთვის ეროვნულ ლიგა 2-ში 16 ქულით მე-9 ადგილზეა.

 

ლოკომოტივმა და არაგვმა მიმდინარე სეზონში ერთხელ უკვე ითამაშეს. 22 აპრილს გამართული მატჩი არაგვის გამარჯვებით 3:1 დასრულდა, ლოკოს მხრიდან კი გოლის გატანა ნიკოლოზ ბაშელეიშვილმა მოახერხა.

 

ეროვნული ლიგა 2-ის მე-17 ტურის მატჩი მიხეილ მესხი 2-ზე 31 ივლისს 20:00 საათზე გაიმართება და მასზე დასწრება თავისუფალია.

more news