ლოკო საქართველოს თასის 1/8 ფინალური ეტაპის შეხვედრისთვის ემზადება
ლოკო საქართველოს თასის 1/8 ფინალური ეტაპის შეხვედრისთვის ემზადება
თბილისის ლოკომოტივი საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/8 ფინალური ეტაპის შეხვედრისთვის ემზადება. ჩვენი გუნდის მეტოქე თელავი იქნება.
ლოკომ 2024 წლის სეზონის მეორე ნახევარი თასზე ბორჯომთან მატჩით დაიწყო. ჩვენმა გუნდმა 1/16 ფინალურ ეტაპზე მეტოქე 6:0 დაამარცხა.
რაც შეეხება თელავს, ეროვნული ლიგის ბინადარმა ყიფიანის სახელობის თასის წინა ეტაპზე სტუმრად ვიტ ჯორჯიას 1:0 სძლია. ეროვნული ლიგის სეზონის მეორე ნახევარს კი კახური გუნდი გათამაშების ცხრილში მე-9 ადგილზე ხვდება.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ლოკომ და თელავმა ერთმანეთთან ამხანაგური მატჩი ჩაატარეს. შეხვედრა ჩვენი გუნდის გამარჯვებით 2:1 დასრულდა, გოლები კი ლაშა მენთეშაშვილმა და ნიკოლოზ ბაშელეიშვილმა გაიტანეს.
გუნდებს შორის სათაშო შეხვედრა 27 ივლისს 20:00 საათზე მიხეილ მესხი 2-ზე გაიმართება.