ლოკო ხობთან სტუმრად გასამართი მატჩისთვის ემზადება

ლოკო ხობთან სტუმრად გასამართი მატჩისთვის ემზადება
20/09/2024

ლოკო ხობთან სტუმრად გასამართი მატჩისთვის ემზადება

თბილისის ლოკომოტივი ეროვნული ლიგა 2-ის 2024 წლის სეზონის 25-ე ტურის შეხვედრისთვის ემზადება, რომელსაც სტუმრად ხობის კოლხეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.

 

წინა ტურში ჩვენმა გუნდმა გათამაშების ლიდერი რუსთავი საკუთარ მოედანზე დიდი ანგარიშით, 4:1 დაამარცხა. მეტოქის კარში გოლები კეკელიძემ, წულუკიძემ, ბუკიამ და გეგუჩაძემ გაიტანეს. ამ მომენტისთვის კი 29 ქულით გათამაშების ცხრილში მე-7 ადგილზე ვართ.

 

რაც შეეხება ხობის კოლხეთს, მეტოქე 17 ქულით გათამაშების ცხრილის ბოლო პოზიციაზეა. გასულ ტურში კი დუშეთის არაგვთან 1:2 დამარცხდა.

 

მიმდინარე სეზონში ლოკოსა და ხობს შორის 2 მატჩი გაიმართა და ორივე ფრედ დასრულდა (2:2, 3:3).

 

გუნდებს შორის შეხვედრა ხობის ცენტრალურ სტადიონზე 21 სექტემბერს, 16:00 საათზე დაიწყება.

more news