ლოკომ რუსთავთან დიდი ანგარიშით გაიმარჯვა
15/09/2024
ლოკომ რუსთავთან დიდი ანგარიშით გაიმარჯვა
ეროვნული ლიგა 2-ის 2024 წლის სეზონის 24-ე ტურში ლოკომოტივი გორის ცენტრალურ სტადიონზე რუსთავს შეხვდა და 4:1 გაიმარჯვა.
68-ე წუთისთვის ჩვენი გუნდი 3:0-ს იგებდა. რუსთავის კარში გოლები კეკელიძემ, წულუკიძემ და ბუკიამ გაიტანეს. 79-ე წუთზე ლოკომოტივის უპირატესობა ოთხბურთიანი გეგუჩაძემ გახადა. მატჩის მიწურულს ეროვნული ლიგა 2-ის ლიდერმა რუსთავმა სხვაობა გუჯაბიძის გოლით შეამცირა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ეროვნულ ლიგა 2-ში ჩატარებული 24 ტურის შემდეგ ჩვენს გუნდს 29 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-7 ადგილზეა.
მომდევნო ტურის მატჩს რევაზ გოცირიძის გაწვრთნილი გუნდი 21 სექტემბერს სტუმრად ხობის კოლხეთთან გამართავს.