ლოკო მე-14 ტურში გასვლით შეხვედრას რუსთავთან გამართავს

ლოკო მე-14 ტურში გასვლით შეხვედრას რუსთავთან გამართავს
23/05/2025

ლოკო მე-14 ტურში გასვლით შეხვედრას რუსთავთან გამართავს

თბილისის ლოკომოტივი ეროვნული ლიგა 2-ის 2025 წლის სეზონის მე-14 ტურის მატჩს სტუმრად რუსთავის წინააღმდეგ ჩაატარებს.

 

ჩვენი გუნდი აღნიშნულ მატჩს ზედიზედ 2 გამარჯვებით ხვდება. მარტვილის მერანს სტუმრად 2:0 მოვუგეთ, ხოლო საგურამოში სამტრედია 2:1 დავამარცხეთ. შედეგად, ლოკოს 17 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-6 ადგილზეა.

 

რაც შეეხება რუსთავს, მეტოქე მხოლოდ 1 ქულით გვისწრებს და მეხუთე ადგილზეა.

 

პირველ წრეში ლოკოსა და რუსთავს შორის გამართული მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა. ჩვენი გუნდის მხრიდან გოლები ამოაკომ და მენთეშაშვილმა გაიტანეს.

 

რუსთავისა და ლოკოს მატჩი მარნეულის ცენტრალურ სტადიონზე 24 მაისს 20:00 საათზე დაიწყება.

more news