ლოკო რუსთავს გასვლით შეხვედრაში დაუპირისპირდება

ლოკო რუსთავს გასვლით შეხვედრაში დაუპირისპირდება
26/05/2024

ლოკო რუსთავს გასვლით შეხვედრაში დაუპირისპირდება

თბილისის ლოკომოტივი ეროვნული ლიგა 2-ის 2024 წლის სეზონის მე-15 ტურის შეხვედრას სტუმრად რუსთავთან ჩაატარებს.

 

ჩვენს გუნდს ამ მომენტისთვის 14 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-9 ადგილზეა. რაც შეეხება რუსთავს, მეტოქე კარგ ფორმაშია და ეროვნული ლიგა 2-ის ერთ-ერთი ლიდერიცაა.

 

მიმდინარე სეზონში ლოკომ და რუსთავმა ერთხელ უკვე ითამაშეს, შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. ლოკოს რიგებიდან გოლი დავით ბუკიამ გაიტანა და ბოლო წამებზე ჩვენს გუნდს ქულა მოუტანა.

 

გუნდებს შორის მატჩი 28 მაისს, 17:00 საათზე დაიწყება.

 

ეროვნული ლიგა 2 I მე-15 ტური:

 

სიონი - გარეჯი
ხობის კოლხეთი - დუშეთი
რუსთავი - ლოკომოტივი
დინამო თბილისი 2 - ვიტ ჯორჯია
შტურმი - სპაერი

more news