ლოკო სიონთან დამარცხდა

ლოკო სიონთან დამარცხდა
25/05/2024

ლოკო სიონთან დამარცხდა

2024 წლის ეროვნული ლიგა 2-ის მე-14 ტურის მატჩი თბილისის ლოკომოტივმა საკუთარ მოედანზე ბოლნისის სიონთან ჩაატარა და 2:4 დამარცხდა.

 

მატჩის 64-ე წუთისთვის სიონმა სამბურთიანი უპირატესობა მოიპოვა, გოლების გატანა ქოქოსაძემ, სიჭინავამ და კაპანაძემ მოაერხეს. 81-ე წუთზე და ანგარიში 4:0 გახდა.

 

ლოკომ მატჩის მიწურულს ორი გოლი გაიტანა. 85-ე წუთზე ლაშა ოზბეთელაშვილმა გამოიჩინა თავი, ხოლო 95-ეზე 20 წლის ლუკა წულუკიძემ.

 

ეროვნულ ლიგა 2-ში ჩატარებული 14 ტურის შემდეგ ლოკოს 14 ქულა აქვს და მე-9 ადგილზეა. ჩვენი გუნდი მორიგ მატჩს 28 მაისს სტუმრად რუსთავთან ჩაატარებს.

 

ეროვნული ლიგა 2 I მე-14 ტური:

 

ლოკომოტივი 2 : 4 სიონი
სპაერი 2 : 1 დინამო თბილისი 2
კოლხეთი 2 : 0 რუსთავი
გარეჯი 4 : 1 შტურმი
არაგვი 6 : 2 ვიტ ჯორჯია

more news