ლოკო რუსთავთან გასვლით მატჩში დამარცხდა

24/05/2025
ლოკო რუსთავთან გასვლით მატჩში დამარცხდა
ეროვნული ლიგა 2-ის 2025 წლის სეზონის მე-14 ტურის მატჩი თბილისის ლოკომოტივმა სტუმრად რუსთავთან ჩაატარა და 1:2 დამარცხდა.
შეხვედრა ლოკოსთვის კარგად დაიწყო, მე-18 წუთზე ანგარიში ნიკოლოზ ყველაშვილმა გახსნა. მალე, 21-ე წუთზე წონასწორობა დმიტრო დობრანსკიმ აღადგინა, ხოლო რუსთავს გამარჯვება იუტა ნაკანომ 73-ე წუთზე მოუტანა.
14 ტურის შემდეგ ჩვენს გუნდს 17 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-7 ადგილზეა. მომდევნო მატჩს 28 მაისს საგურამოში ბოლნისის სიონთან ჩავატარებთ.