ლოკო რუსთავთან პლეი აუტის საპასუხო შეხვედრისთვის ემზადება

ლოკო რუსთავთან პლეი აუტის საპასუხო შეხვედრისთვის ემზადება
08/12/2023

ლოკო რუსთავთან პლეი აუტის საპასუხო შეხვედრისთვის ემზადება

თბილისის ლოკომოტივი ეროვნული ლიგა 2-ის პლეი აუტის საპასუხო შეხვედრისთვის მზადებას განაგრძობს. ჩვენი გუნდი რუსთავს სტუმრად, ფოლადის სტადიონზე დაუპირისპირდება.

 

პლეი აუტის პირველ მატჩში ჩვენმა გუნდმა 4:0 გაიმარჯვა. მიხეილ მესხი 2-ზე დუბლის შესრულება ლოკოს ორმა ფეხბურთელმა მოახერხა, ბიძინა მახარობლიძემ და ლაშა ოზბეთელაშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ ლოკომ ეროვნული ლიგა 2-ის რეგულარული სეზონი მე-8 ადგილზე დაასრულა 40 ქულით, ხოლო რუსთავმა ეროვნულ ლიგა 3-ში მე-3 ადგილი დაიკავა.

 

ბოლოს ფოლადის სტადიონზე რუსთავს 2019 წელს ეროვნულ ლიგაში შევხვდით და 1:2 დავმარცხდით.

 

რუსთავისა და თბილისის ლოკომოტივის ეროვნული ლიგა 2-ის პლეი აუტის საპასუხო მატჩი 9 დეკემბერს 13:00 საათზე გაიმართება.

 

ეროვნული ლიგა 2 I პლეი აუტი:

 

ლოკომოტივი 4:0 რუსთავი I 5 დეკემბერი, 18:00
რუსთავი - ლოკომოტივი I 9 დეკემბერი, 13:00

more news