ლოკო შტურმთან შეხვედრისთვის ემზადება

ლოკო შტურმთან შეხვედრისთვის ემზადება
26/08/2024

ლოკო შტურმთან შეხვედრისთვის ემზადება

თბილისის ლოკომოტივი ეროვნული ლიგა 2-ის  22-ე ტურის მატჩისთვის ემზადება, რომელსაც საკუთარ მოედანზე შტურმთან გამართავს.

 

ჩვენმა გუნდმა ბოლო 5 მატჩიდან 3 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. ჯამში, 21 ტურის შემდეგ 26 ქულა გვაქვს და გათამაშების ცხრილში მე-7 ადგილზე ვართ.

 

რაც შეეხება მეტოქეს, შტურმმა სეზონის განახლების შემდეგ პირველად გასულ ტურში ხობის კოლხეთთან 1:0 გაიმარჯვა. მათ 20 ქულა აქვთ და მე-9 ადგილზე იმყოფებიან.

 

მიმდინარე სეზონში ლოკო და შტურმი ორჯერ შეხვდნენ. ერთხელ გავიმარჯვეთ, ერთი მატჩი კი ფრედ დასრულდა.

 

ლოკოსა და შტურმის მატჩი 28 აგვისტოს, 20:00 საათზე მიხეილ მესხზე ჩატარდება.

more news