ლოკომ დინამო თბილისი 2 სტუმრად დაამარცხა
22/08/2024
ლოკომ დინამო თბილისი 2 სტუმრად დაამარცხა
თბილისის ლოკომოტივი ეროვნული ლიგა 2-ის 21-ე ტურში სტუმრად დინამო თბილისი 2-ს შეხვდა და 2:1 გაიმარჯვა.
მატჩი დინამოელთა აქტიურობით დაიწყო დს 44-ე წუთზე ბუბუტეიშვილმა მასპინძლები დააწინაურა. ლოკოს გათანაბრების შანსი ტაიმის მიწურულს მიეცა, თუმცა ნიკოლოზ ბაშელეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა.
მეორე ნახევარში კი ჩვენმა გუნდმა თამაშში გარდატეხა შეიტანა. ლოკოს განელმა ლეგიონერმა ამოაკომ 55-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 85-ეზე გუნდს გამარჯვება მოუტანა.
ლოკოს 21 ტურის შემდეგ 26 ქულა აქვს და მე-7 ადგილზეა. მორიგ მატჩს ჩვენი გუნდი 28 აგვისტოს შტურმთან ჩაატარებს.