ლოკო სიონთან საშინაო შეხვედრისთვის ემზადება
22/05/2024
ლოკო სიონთან საშინაო შეხვედრისთვის ემზადება
თბილისის ლოკომოტივი ეროვნული ლიგა 2-ის 2024 წლის სეზონის მე-14 ტურის მატჩს საკუთარ მოედანზე ბოლნისის სიონთან გამართავს.
ჩვენი გუნდი მოახლოებულ შეხვედრას კარგ განწყობაზე ხვდება. გასულ ტურში სტუმრად სართიჭალის შტურმი 2:1, მენთეშაშვილისა და ოზბეთელაშვილის გოლებით დავამარცხეთ და აქტივში მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩავიწერეთ.
ბოლნისელები ამ მომენტისთვის ეროვნულ ლიგა 2-ში მე-3 ადგილზე არიან და უმაღლეს ლიგაში გადასვლას უმიზნებენ. პირველ ტურში ლოკოსა და სიონის შეხვედრა მეტოქის გამარჯვებით დასრულდა.
შეხვედრა მიხეილ მესხი 2-ზე 24 მაისს 20:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალია.
ეროვნული ლიგა 2 I მე-14 ტური:
არაგვი - ვიტ ჯორჯია
გარეჯი - შტურმი
ხობი - რუსთავი
სპაერი - დინამო თბილისი 2
ლოკომოტივი - სიონი