ლოკო ბოლნისის სიონთან დამარცხდა
31/08/2024
ლოკო ბოლნისის სიონთან დამარცხდა
ეროვნული ლიგა 2-ის 23-ე ტურში თბილისის ლოკომოტივი სტუმრად ბოლნსის სიონს დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა.
დათა სიჭინავამ ჩვენი გუნდის კარში პირველი ტაიმის მიწურულს, 45-ე წუთზე გაიტანა, ხოლო მეორე ტაიმში, 57-ე წუთზე თამაზ მაქაცარიამ შეხვედრაში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
თბილისის ლოკომოტივი ეროვნულ ლიგა 2-ში 23 ტურის შემდეგ 26 ქულით მე-8 ადგილზეა, ჩვენი გუნდი მომდევნო მატჩს სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, 15 სექტემბერს რუსთავთან გამართავს.