ლოკო სტუმრად დინამო თბილისი 2-ს შეხვდება

27/04/2025
ლოკო სტუმრად დინამო თბილისი 2-ს შეხვდება
თბილისის ლოკომოტივი ეროვნული ლიგა 2-ის 2025 წლის სეზონის მე-9 ტურის მატჩისთვის ემზადება, რომელსაც სტუმრად დინამო თბილისი 2-თან ჩაატარებს.
ლოკომ გასულ ტურში გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერ სპაერთან საგურამოში ფრედ, 1:1 ითამაშა, ხოლო გათამაშების ცხრილში მე-6 ადგილზეა.
რაც შეეხება დინამო თბილისი 2-ს, მე-8 ტურში სიონთან 1:2 დამარცხდა და ამ მომენტისთვის ეროვნულ ლიგა 2-ში 7 ქულით მე-9 პოზიციას იკავებს.
გასულ სეზონში ლოკომ და დინამო 2-მა ერთმანეთთან 4-ჯერ ითამაშეს, ერთხელ მოვიგეთ, 2 მატჩი ფრედ დასრულდა, ხოლო ერთხელ დავმარცხდით.
გუნდებს შორის შეხვედრა 28 აპრილს 18:00 საათზე დაიწყება.
ეროვნული ლიგა 2 I მე-9 ტურის მატჩები
მერანი - სამტრედია
გონიო - სიონი
სპაერი - იბერია 2
მეშახტე - რუსთავი
დინამო 2 - ლოკომოტივი