ლოკომ ეროვნული ლიგა 2-ის ახალი სეზონის პირველი მატჩი სპაერთან ფრედ დაასრულა
ლოკომ ეროვნული ლიგა 2-ის ახალი სეზონის პირველი მატჩი სპაერთან ფრედ დაასრულა
ეროვნული ლიგა 2-ის 2024 წლის სეზონის პირველი ტურის შეხვედრა თბილისის ლოკომოტივმა სტუმრად სპაერთან ჩაატარა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.
სპაერთან თამაში ჩვენმა გუნდმა აქტიურად დაიწყო და პირველი ტაიმის დასრულებამდე 10 წუთით ადრე, 35-ე წუთზე ბიძინა მახარობლიძის გოლით დაწინაურდა, საგოლე გადაცემა ფრენკ ჩილეშემ შეასრულა.
მეორე ნახევრის დასაწყისშივე ლოკოს კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა, რომელიც ზუსტად ცეცხლაძემ შეასრულა და შეხვედრაში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ეროვნული ლიგა 2-ის 2024 წლის სეზონის მეორე ტურის შეხვედრას თბილისის ლოკომოტივი მიხეილ მესხი 2-ზე 9 მარტს, ვიტ ჯორჯიას წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალია.
სპაერი 1:1 ლოკომოტივი I ეროვნული ლიგა 2 I პირველი ტური
სპაერი: ფუტკარაძე, გეგიაძე, მაისურაძე (71 ჩოთალიშვილი), ცეცხლაძე (85 ლაბაძე), კობახიძე (76 ბარაბაძე), სამხარაძე, ჯინჭარაძე (85 მაღალდაძე), თამაზაშვილი, კენჭაძე, არღვლიანი (46 დ.ცეცხლაძე), ბუნტური.
მთავარი მწვრთნელი: კახაბერ მაისურაძე
ლოკომოტივი: ჩიკაშუა, ჭანტურია, ფრენკი, ნ.ბაშელეიშვილი, სამურკასოვი, მახარობლიძე, გავაშელიშვილი (58 ოზბეთელაშვილი), მ.ბაშელეიშვილი (83 ტაბატაძე), ბუკია, მენთეშაშვილი (58 ხოსიტაშვილი), ჩაჩუა.
მთავარი მწვრთნელი: რევაზ გოცირიძე