ლოკომ გაგრასთან ამხანაგური მატჩი ფრედ დაასრულა
23/03/2024
ლოკომ გაგრასთან ამხანაგური მატჩი ფრედ დაასრულა
სანაკრებო პაუზის დროს თბილისის ლოკომოტივმა საფეხბურთო კლუბ გაგრასთან ამხანაგური შეხვედრა გამართა, რომელიც ფრედ, 2:2 დასრულდა.
ჩვენი გუნდის მხრიდან ეროვნული ლიგის წარმომადგენლის კარში გოლების გატანა მიხეილ ბაშელეიშვილმა და მამია გავაშელიშვილმა შეძლეს.
ლოკო ეროვნულ ლიგა 2-ში სეზონს 29 მარტს შტურმთან შეხვედრით განაახლებს. მატჩი მიხეილ მესხი 2-ზე ჩატარდება.