ლოკომ გაგრასთან ამხანაგური შეხვედრა ფრედ ითამაშა
10/09/2023
ლოკომ გაგრასთან ამხანაგური შეხვედრა ფრედ ითამაშა
სანაკრებო პაუზის დროს თბილისის ლოკომოტივმა მეორე ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა. ჩვენი გუნდი ამჯერადაც ეროვნული ლიგის ბინადარს, გაგრას დაუპირისპირდა, მატჩი 1:1 დასრულდა.
დიღმის ოლიმპიური სოფლის სტადიონზე ჩატარებულ შეხევდრაში ლოკოს მხრიდან გოლის გატანა ბიძინა მახარობლიძემ მოახერხა. აღსანიშნავია, რომ პირველ ტაიმში ჩვენმა მეკარემ, სოსო კოპალიანმა პენალტი მოიგერია.
შეგახსენებთ, რომ 8 სექტემბერს ლოკომოტივი ამახნაგურად თელავს დაუპირისპირდა. ის შეხვედრაც ფრედ, 2:2 დასრულდა.
ეროვნულ ლიგა 2-ში სეზონი 15 სექტემბერს განახლდება. ლოკომოტივის მეტოქე ფოთის კოლხეთი იქნება.