ლოკომ მორიგი 2 ამხანაგური მატჩი ჩაატარა - ჩვენმა გუნდმა თელავი დაამარცხა

ლოკომ მორიგი 2 ამხანაგური მატჩი ჩაატარა - ჩვენმა გუნდმა თელავი დაამარცხა
15/07/2024

ლოკომ მორიგი 2 ამხანაგური მატჩი ჩაატარა - ჩვენმა გუნდმა თელავი დაამარცხა

თბილისის ლოკომოტივი ეროვნული ლიგა 2-ის 2024 წლის სეზონის მეორე ნახევრისთვის აქტიურ მზადებას აგრძელებს.

 

ჩვენმა ფეხბურთელებმა მორიგი 2 სპარინგ შეხვედრა ჩაატარა. ლოკომ თელავთან მატჩი 2:1 მოიგო. თავის გამოჩენა თამაშში ლაშა მენთეშაშვილმა და ნიკოლოზ ბაშელეიშვილმა მოახერხეს.

 

მეორე მატჩში ლოკო ბოლნისის სიონს დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა.

 

ამ შეხვედრებით ლოკომოტივმა სეზონისთვის მზადება დაასრულა. 20 ივლისს ჩვენი გუნდი საქართველოს დავით ყიფიანის თასის 1/16 ფინალში ბორჯომს დაუპირისპირდება. რაც შეეხება ეროვნულ ლიგა 2-ს, 31 ივლისს ჩვენი გუნდი არაგვს შეხვდება.

 

more news