ლოკომ რუსთავთან შეხვედრაში ქულა მოიპოვა

ლოკომ რუსთავთან შეხვედრაში ქულა მოიპოვა
27/05/2024

ლოკომ რუსთავთან შეხვედრაში ქულა მოიპოვა

ეროვნულ ლიგა 2-ში 2024 წლის სეზონის მე-15 ტური დასრულდა და ზაფხულის შესვენებამდე ერთი ტური რჩება.

 

თბილისის ლოკომოტივი სტუმრად გათამაშების ერთ-ერთ ლიდერს, რუსთავს დაუპირისპირდა და ქულა მოიპოვა - 0:0.

 

შეხვედრა დაძაბული გამოვიდა და თავისი შანსი ორივე გუნდს ჰქონდა. ლოკოს მდგომარეობა ძალიან გაართულა პირველ ტაიმში ფრენკის მიღებულმა წითელმა ბარათმა. ჩვენს ლეგიონერს არბიტრმა 36-ე წუთზე დაატოვებინა მოედანი და შეხვედრა 10 კაცით დავასრულეთ.

 

15 ტურის შემდეგ თბილისის ლოკომოტივს 15 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-9 ადგილზეა. ჩვენი ფეხბურთელები შესვენებამდე ბოლო მატჩს 1 ივნისს ხობის კოლხეთთან ჩაატარებენ.

 

ეროვნული ლიგა 2 I მე-15 ტური:

 

სიონი - გარეჯი 2:0
ხობის კოლხეთი - არაგბი 2:1
რუსთავი - ლოკომოტივი 0:0
დინამო თბილისი 2 - ვიტ ჯორჯია 2:0
შტურმი - სპაერი 0:3

 

 

 

more news